ასოციაციაში გაწევრიანება

 

ნეიროფსიქოლოგიის ასოციაციაში გაწევრიანება წევრებს სთავაზობს მრავალმხრივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს სპეციალისტთა კომპეტენციის გაღრმავებას და სფეროს სისტემურ განვითარებას საქართველოში.

წევრობის უპირატესობები:
  • პრიორიტეტული წვდომა დაგეგმილ სემინარებზე, ვებინარებსა და ტრენინგებზე
  • სპეციალიზებულ სერტიფიცირებულ კურსებზე დასწრება-მონაწილეობის შესაძლებლობა
  • სპეციალურად შემუშავებული რესურსებით, მასალებითა და თანამედროვე მეთოდოლოგიური მიდგომებით სარგებლობა
  • კვლევით პროექტებში და კონფერენციებში ჩართულობა
  • კოლეგებთან პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა
  • გამოცდილი სპეციალისტებისგან კონსულტაციისა და მენტორობის მიღების შესაძლებლობა
  • პრო ფესიული სტანდარტებისა და რეკომენდაციების შექმნაში მონაწილეობა
  • ნეიროფსიქოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაში მონაწილეობა
  • სტატიების ასოციაციის პლატფორმებზე გამოქვეყნების შესაძლებლობა
ვინ შეიძლება გახდეს წევრი?
ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ:
  • ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხის მქონე პირებს
  • ფსიქოლოგებს
  • დარგობრივი კვლევით დაინტერესებულ სპეციალისტებს
  • სტუდენტებს, რომლებსაც სურთ პროფესიული ცოდნის გაღრმავება
  • სფეროთი დაინტერესებულ პირებს
წევრობის კატეგორიები
ნეიროფსიქოლოგიის ასოციაციაში გაწევრიანება შესაძლებელია შემდეგ კატეგორიებში:

სრულუფლებიანი წევრი
პირები, რომლებიც ფლობენ შესაბამის აკადემიურ ხარისხს (მაგ., მაგისტრის, ან დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში, ნეიროფსიქოლოგიაში, ან მონათესავე სფეროში) და აქვთ მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროფესიულ საქმიანობაში.

ასოცირებული წევრი
სპეციალისტები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება ან/და გამოცდილება ფსიქოლოგიის, განათლების, მედიცინის, ან სხვა მომიჯნავე სფეროში და ინტერესდებიან ნეიროფსიქოლოგიის განვითარებით. ასოცირებულ წევრებს აქვთ შესაძლებლობა იყვნენ ჩართული პროფესიულ და საგანმანათლებლო პროცესებში, თუმცა არ ფლობენ ასოციაციის სტრატეგიული გეგმის შედგენის პროცესში ჩართულობის უფლებას.

სტუდენტი
ბაკალავრიატის, ან მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ფსიქოლოგიას, ან მონათესავე დისციპლინას და აინტერესებთ ნეიროფსიქოლოგიის თეორიული და პრაქტიკული მიმართულებები.
როგორ გავწევრიანდეთ?
გაწევრიანებისთვის გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. განაცხადის განხილვის შემდეგ დაგიკავშირდებით. კონტაქტი