ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

საქართველოს ნეიროფსიქოლოგიის ასოცაციის ძირითადი მიზანია ნეიროფსიქოლოგიის დარგების განვითარება და სრულყოფა. კერძოდ, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და მოდერნიზაცია, პროფესიონალთა საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფა, კლინიკური და ექსპერიმენტული სამეცნიერო კვლევების წარმოება, პროფესიული სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების, დისკუსიებისა და განხილვების ორგანიზება-განხორციელება.

საქართველოს ნეიროფსიქოლოგიის ასოციაციის ამოცანები

  • პროფესიული გაძლიერება და სტანდარტიზაცია ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია პროფესიონალების მხარდაჭერა. ეს მოიცავს სპეციალისტებისთვის სემინარების, ტრენინგებისა და სერტიფიცირებული პროგრამების ორგანიზებას,რაც დაეხმარება მათ როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავებაში, ისე - პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
  • სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა ნეიროფსიქოლოგიის ასოციაცია მიზნად ისახავს ადგილობრივი კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერასა და გაძლიერებას. ორგანიზაცია ხელს უწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევებში ჩართულობას, კონფერენციებისა და საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებასა და ჩატარებას.
  • მულტიდისციპლინური თანამშრომლობა ნეიროფსიქოლოგიური პრობლემების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ასოციაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ფსიქოლოგებთან, ფსიქიატრებთა ენისა და მეტყველების თერაპევტებთან, პედაგოგებთან და ნევროლოგებთან აქტიური თანამშრომლობის გაღრმავებას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ჰოლისტურ და ეფექტიან სერვისებს როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.
  • ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება ასოციაციის ერთ-ერთი ამოცანაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნეიროფსიქოლოგიური საკითხების, განვითარების დარღვევების, ადრეული ჩარევის მნიშვნელობისა და ქცევითი თავისებურებების შესახებ. ჩვენ ვქმნით საინფორმაციო რესურსებს მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის და საზოგადოებისთვის
  • ეთიკური სტანდარტების დაცვა და მხარდაჭერა ნეიროფსიქოლოგიის ასოციაცია ერთგულია პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართ. ჩვენ ვქმნით ეთიკურ სახელმძღვანელოებს, უზრუნველვყოფთ კონსულტაციებს პროფესიულ გამოწვევებთან დაკავშირებით და ვაძლიერებთ პროფესიული თვითრეგულაციის მექანიზმებს.
ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების წარმოება
საქართველოში ნეიროფსიქოლოგიის წინადიპლომური და პოსტდიპლომური სწავლების სტიმულირება
ხარისხიანი ნეიროფსიქოლოგიური სერვისების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა
საგანმანათლებლო ლიტერატურის მომზადება და გავრცელება