
საქართველოს ნეიროფსიქოლოგიის ასოცაციის ძირითადი მიზანია ნეიროფსიქოლოგიის დარგების განვითარება და სრულყოფა. კერძოდ, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და მოდერნიზაცია, პროფესიონალთა საგანმანათლებლო პროცესის სრულყოფა, კლინიკური და ექსპერიმენტული სამეცნიერო კვლევების წარმოება, პროფესიული სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმების, დისკუსიებისა და განხილვების ორგანიზება-განხორციელება.
ბოლო პერიოდში სოციალურ მედიაში ვრცელდება სარეკლამო განცხადებები ამა თუ იმ ცენტრში ნეიროფსიქოლოგიური მომსახურების შესახებ. აღნიშნული მომსახურების განმახროციელებლები ხშირად არ არიან კლინიკური ნეიროფსიქოლოგები, თუმცა უყოყმანოდ ირგებენ აღნიშნულ სახელს. მიგვაჩნია, რომ სრულიად დაუშვებელი, არაპროფესიული და არაეთიკურია პროფესიის მითვისება შესაბამისი ცოდნისა და ინტენსიური სუპერვიზიით სამუშაო გამოცდილების მიღების გარეშე. ფსიქოლოგიის პროფესიულ ველში სამწუხაროდ ხშირია მხოლოდ მოკლევადიანი ტრენინგების საფუძველზე თავის პროფესიონალად წამორჩენა, რაც აზიანებს კლინიკური ნეიროფსიქოლოგების და ზოგადად ხარისხიანი ფსიქოლოგიური სერვისის რეპუტაციას. სამწუხაროდ, საქართველოში ფსიქოლოგია ჯერ-ჯერობით არ არის რეგულირებადი პროფესია, რითიც სარგებლობს ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი სპეციალისტი.
კლინიკური ნეიროფსიქოლოგი მაგისტრის ხარისხის მქონე ფსიქოლოგია, ვინც დაასრულა კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრატურა შემდგომ კი ინტენსიური სუპერვიზიით მინიმუმ 2 წელი იმუშავა. ასევე კლინიკურ ნეიროფსიქოლოგად შეუძლია იმუშაოს კლინიკური ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების, ფსიქოდიაგნოსტიკის და კონსულტირების მაგისტრს რომელსაც მინიმუმ 3 წლის ინტენსიური სუპერვიზიით მუშაობის გამოცდილება აქვს, ნეიროფსიქოლოგიაში სპეციალური წვრთნა გაიარა სუპერვიზორის ხელმძღვანელობით და გააჩნია მიმდინარე ნეიროფსიქოლოგიური პრაქტიკა. აღნიშნული საფეხურების გავლის გარეშე ნებისმიერი ფსიქოლოგი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებას და დარგის პროფანაციას ეწევა, უხარისხო მომსახურებით აზიანებს ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს.
ქვემოთ წარმოგიდგენთ კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის ხარისხის მქონე/კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სფეროში მომუშავე მაგისტრებს რომლებიც კვალიფიციური სპეციალისტები არიან, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. მათგან უმეტესობა აგრძელებს ნეიროფსიქოლოგიურ პრაქტიკას, ნაწილი კი მენტალური ჯანმრთელობის და განათლების სფეროშია დასაქმებული.